Tuesday, May 11, 2010

პროექტის სახელი: ,,icxovre 
           იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით




1. პროექტის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია-სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელთა, განსაკუთრებით XII კლასის მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში-შეჯიბრი ფრენბურთსა და კალათბურთში.
2. პროექტის აღწერა: გორის #7 საჯარო სკოლის ორგანიზატორის ინიციატივით და მოსწავლეთა თვითმმართველობის დახმარებით, გამოცხადდება საქალაქო სპორტული შეჯიბრი ფრენბურთსა და კალათბურთში, მოხდება გორის სკოლების მოსწავლეთა დაინტერესება იფიქრონ ,,ჯანსაღი წესით ცხოვრებაზე".
მოტივაციის ასამაღლებლად მოხდება ღონისძიებაზე ცნობილი სპორტსმენების მოწვევა, გაიმართება დისკუსია. ღონისძიების ორგანიზებაში დაგვეხმარება გამოცდილი სპორტსმენი და გორის #7 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგი მერაბ მუზიაშვილი. ჟიურის მეშვეობით გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები ფრენბურთსა და კალათბურთში, რომელთაც გადაეცემათ შესაბამისი ხარისხის სიგელი. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს კი მონაწილეობის სიგელი. შეჯიბრი გაიმართება გორის #7 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში.(სპორტულ ინვენტარზე იზრუნებს გორის #7 საჯარო სკოლის დირექცია).

მეტი სტიმულისთვის ფინალში გასული გუნდებისთვის მოეწყობა ლაშქრობა ატენის ხეობაში, სადაც გაიმართება ამხანაგური შეჯიბრი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაახლოვებას და სამომავლოდ ასეთ გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიების დაგეგმვა- ჩატარებას და რაც მთავარია ცხოვრების ჯანსაღი წესის
პოპულარიზაციას.
3. მონაწილეთა ასაკი: 15–18
4. ვადები/ხანგრძლივობა: 03.05-19.05
5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წყვილებად, ჯგუფებად.
6. მოსალოდნელი შედეგები; უფროსკლასელ მოსწავლეთა დაინტერესება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს.
7. სარგებელი სხვებისთვის: არა მარტო გორის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიურობა, არამედ გორის სხვადასხვა სკოლის მაქსიმალური ჩართულობა, რაც გამოიწვევს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა დამეგობრებას და სამომავალო ჯანსაღი ურთიერთობების საფუძვლის ჩაყრას.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: თორმეტი სკოლის 2–2გუნდი 6 მოსწავლის შემადგენლობით; სულ დაახლოვებით 100მოსწავლე.
10. საგნებთან კავშირი: ფიზ.აღზრდა.
11. პროექტის ფასილიტატორი: ნინო  ნონიკაშვილი.
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nonika.nino@gmail.com